LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 8 ადგილი, რომელიც აღარ იარსებებს

29

მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ადგილებსაც კი გარკვეული დრო აქვთ არსებობისთვის დარჩენილი. იმის გამო, რომ დედამიწა მუდამ განიცდის ცვლილებებს, უამრავი ლამაზი ადგილი დაიკარგა, თუმცა გაჩნდა ახლებიც. გაინტერესებთ რა ადგილებს ემუქრებათ გაქრობა? გთავაზობთ მსოფლიოს 8 ულამაზეს ადგილს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ სანამ არსებობენ:

 

გალაპაგოსის კუნძულები

რაც არ უნდა საოცარი იყოს, ამ სიის სათავეში ისეთი ადგილი მოხვდა, სადაც ყველაზე მეტად მძვინვარებს ეკოლოგიური პრობლემები. ამჟამად კუნძულზე ცხრაათასამდე სახეობის ცხოველი ბინადრობს, თუმცა ზემოთაღნიშნული პრობლემების გამო, კუნძული გაქრობის პირას დგას.

 

 

მალდივის კუნძულები

ამ კუნძულს მაქსიმუმ 100 წლის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. რატომ ქრება? მას ყოველდღიურად „ჭამს“ ინდოეთის ოკეანე, მიუხედავად იმისა, რომ კუნძული ზღვის დონიდან 3,3 მეტრზე მდებარეობს.

 

 

ბარიერული რიფები

ეს რიფები ერთადერთი ცოცხალი სტრუქტურაა, რომელიც კოსმოსიდან ჩანს. სამწუხაროდ, მასში შემავალი მიკროორგანიზმები ძალიან სწრაფად ნადგურდებიან. პლანეტის დაბინძურება რიფების გაქრობის მთავარი მიზეზია.

 

 

ვენეცია

ვენეცია ყოველწლიურად 1,5 მილიმეტრით იძირება, ხოლო ზღვის დონე 6 მილიმეტრით იმატებს. თუ ამ ორ ფაქტორს გავითვალისწინებთ, მსოფლიოს ყველაზე რომანტიულ ქალაქს, გაქრობა სულ რაღაც 70 წელიწადში უწერია. იტალიისა და მსოფლიო სხვა ქვეყნების დახმარების მიუხედავად, ჯერჯერობით პროცესი შეუქცევადია.

 

 

მკვდარი ზღვა

დედამიწის დაბინძურების შედეგად, უნიკალური მარილის სანაპირო 50 წლის შემდგომ საერთოდ გაქრება. მან ერთიმესამედი უკვე დაკარგა და თუ დაბინძურება იგივე ტემპით გაგრძელდება, სრულიად შესაძლებელია, რომ ამ კუნძულმა არსებობა 50 წელზე ნაკლებ დროში შეწყვიტოს.

 

 

მადაგასკარი

ხე-ტყის გაჩეხვის გამო, მადაგასკარის კუნძულს 35 წელზე ნაკლები დრო დარჩა არსებობისთვის. კუნძულზე, რომელიც 300 000 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული, 50 000 სახეობის ცხოველი ბინადრობს. თუკი ხე-ტყის ჩეხვა იგივე სისწრაფით მოხდება, კუნძულ მადაგასკარისგან აღარაფერი აღარ დარჩება.

 

 

ტაჯ-მაჰალი

კიდევ ერთი საუკეთესო ადგილი დედამიწაზე 5 წლის შემდგომ, საერთოდ აღარ იარსებებს. როგორც ამბობენ, მისი გაქრობის ერთად ერთი მიზეზი, ტურისტების უსაზღვრო ნაკადია. ტაჯ-მაჰალი, 24 საათის განმავლობაში, 4 მილიონამდე ტურისტს მასპინძლობს. თუ ინდოეთის მთავრობა რაიმე სახის რეგულაციას არ მოიფიქრებს, ან საერთოდ არ ჩაკეტავს მას ტურისტებისგან, მისგან მხოლოდ მოგონებები დარჩება.

 

 

გლეიშერის ნაციონალური პარკი

100 წლის წინ პარკის ტერიტორიაზე, რომელიც ამერიკისა და კანადის საზღვარზე მდებარეობს, 150 მყინვარი იყო. დღესდღეობით კი მათგან 27 დარჩა. მისი განადგურების მიზეზი, გლობალური დათბობაა. როგორც პროფესიონალები ამბობენ, 2030 წელს მისგან არაფერი აღარ დარჩება. ყინულებთან ერთად 260 სახეობის ფრინველიც წარსულის მოგონებებს მიეცემა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები