LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ჩემპიონატი 6 საათზე დაიწყება

20

ცნობილი გახდა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისა და 2017 წლის კონფედერაციის თასის დაწყების დრო, რომელიც რუსეთში ჩატარდება.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩი 14 ივლისს მოსკოვის დროით 18:00 საათზე დაიწყება. ამავე დროს გაიხსნება 15 ივლისს კონფედერაციის თასიც. ასეთი გადაწყვეტილება ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

ორივე თამაში ”ლუჟნიკის” სტადიონზე შედგება.

ჯგუფური ეტაპის მატჩები 15:00, 18:00 და 21:00 საათზე, ჯგუფების დასკვნითი შეხვედრები კი 17:00 და 21:00 საათზე დაიწყება.

მსოფლიოს ჩემპიონატის თამაშები რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე გაიმართება: მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, სამარა, ნიჟნი ნოვგოროდი, ყაზანი, როსტოვი, სარანსკი, ვოლგოგრადი, კალინინგრადი და ეკატერინბურგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები