მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მატჩების დაწყების დრო გაირკვა.
ყველაზე ადრე თამაშები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.
ყველაზე გვიანდელი შეხვედრები კი ჩვენი დროით 21:00-ზე გაიმართება.
გახსნის მატჩი 18:00 საათზეა დაგეგმილი, ფინალი – 21:00 საათზე.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის რიგით 21-ე მუნდიალი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე რუსეთის 11 ქალაქში (12 სტადიონზე) გაიმართება.