LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთელი იტალიის ნაკრები, ჰაალანდი, ობამეიანგი, ხვიჩა და სხვები – ვარსკვლავები, რომლებსაც მსოფლიო ვერ ნახავს

92
FORTUNA.GE (7)

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 32 გუნდიდან ჯერ 20-ია ცნობილი. მალე დანარჩენების ვინაობასაც გავიგებთ და შესაბამისად ისეთი გუნდების რაოდენობაც გაიზრდება, რომლებიც ვერ მოხვდებიან მუნდიალზე. მათ შორის კი ბევრი ვარსკვლავია ხოლმე.

ერლინგ ჰაალანდი და მარტინ ედეგორი

ნორვეგიის ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, ჰაალანდმა 2/3 ტრავმის გამო გააცდინა. მის გარეშე კი კონკურენტებთან ქულები დაიკარგა.

სუპერტალანტებს მინიმუმ 4 წელი ლოდინი მოუწევთ.

იან ობლაკი

მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს არცერთ მნიშვნელოვან ტურნირზე არ უთამაშია. 2010 წელს სლოვენიის კარში ჰანდანოვიჩი იდგა.

ობლაკი 29 წლისაა, შესარჩევებში კიდევ ვნახავთ…

დავიდ ალაბა

ალაბა ევროპაზე ნამყოფია, მსოფლიოზე ჯერ არა. მომდევნო მუნდიალისთვის 33 წლის იქნება, ანუ შანსი რჩება.

იტალიის ნაკრები

ევროპის ჩემპიონები მსოფლიოზე არ იქნებიან. აქ ვარსკვლავების ჩამოთვლა დიდხანს შეიძლება: დონარუმა, ბონუჩი, კიელინი, ჟორჟინიო, ბარელა, ვერატი, კიეზა, იმობილე, ინსინიე…

პატრიკ შიკი

გასული ევროს საუკეთესო ბომბარდირს მუნდიალს ვერ ვიხილავთ. მან ტრავმის გამო პლეი-ოფი გამოტოვა შვედეთთან, არადა მშვენიერ ფორმაში იყო.

მის გარდა ჩეხებიდან არ იქნებიან „ვესტ ჰემის“ დესანტი: სოუჩეკი, ცოუფალი და კრალი.

ედინ ჯეკო

ჩვენს მიერ ახლახან დამარცხებული ბოსნია-ჰერცეგოვინას კაპიტანს კვალიფიკაციაში მხოლოდ 1 გოლი აქვს და ასეთი შედეგით მუნდიალზე მოხვედრა რთულია.

ხვიჩა კვარაცხელია

ეეჰ – რა კარგი იქნებოდა ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელის და მისი სანაკრებო თანაგუნდელების მსოფლიო ჩემპიონატზე ნახვა.

29 მარტის ევროპულ პლეი-ოფში პოლონეთი და შვედეთი ხვდებიან. შესაბამისად, მუნდიალს გამოაკლდება ან ლევანდოვსკი ან იბრაჰიმოვიჩი.
აი პორტუგალიაც თუ შეემატა უიღბლოებს, მერე ნახე…

 

სხვა კონტინენტებზეც არის დანაკლისი.

სოლომონ რონდონი

სამხრეთ ამერიკაში რამდენიმე გუნდი ჯერ კიდევ ინარჩუნებს პლეი-ოფის შანსს (ჩილე, კოლუმბია, პერუ), ამიტომ ამ ეტაპზე ვენესუელელი რონდონის გამოყოფა შეიძლება.

სებასტიან ალერი

აფრიკაში გადავიდეთ. მოულოდნელად გამოვარდა კოტდივუარი სეზონის ერთ-ერთი გოლეადორით სებასტიან ალერით. მას „აიქსში“ 33 ფოლი აქვს, ნაკრებში კი მხოლოდ 2. ალერთან ერთად შინ რჩებიან ზაჰა, კესიე, ორიე, ბაი და ნიკოლა პეპე.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი

გაბონელი შესარჩევში ცუდად არ თამაშობდა, მაგრამ მერე აფრიკის თასი გამოტოვა და ახლაც უფრო კლუბის („ბარსელონა“) საქმეებზეა გადართული.

ნაბი კეიტა

„ლივერპულის“ ნახევარმცველი ვერსადაც ვერ გავიდა, არადა მასთან ერთად გვინეაში თამაშობენ პერსპექტიული ბაიო („კლერმონი“), „რომას“ საყრდენი დიავარა და თვით პოლ პოგბას ძმა.

თუმცა აფრიკაში მთავარი ინტრიგა რჩება: სალაჰი-მანეს წყვილიდან ერთ-ერთი ყატარში ვერ წავა. „ლივერპულელები:“ ერთმანეთს პლი-ოფში დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი ეგვიპტემ 1:0 მოიგო, სწორედ სალაჰმა გაიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები