გამომცემლობა “ფორბსის” ექსპერტებმა ყველაზე მაღალრეიტინგული და საინტერესო ფესტივალების სია გამოაქვეყნეს. მათი აზრით, არა თუ საინტერესო, აუცილებელიც კია ამ სანახაობებზე დასწრება.
7-დან 16 მარტამდე ამერიკაში ტეხასის შტატში, ტარდება მუსიკალური კინოფესტივალი, საუკეთესო შოუებითა და კინოპრემიერებით.
ესპანურ ვალენსიაში 12-დან 19 მარტამდე ქუჩის სანახაობების ბუმია. აქ ფეიერვერკების ნამდვილი წვიმა ეწყობა.
20 ივნისს შვედეთში ზაფხულის ფესტივალი ეწყობა. ამ დღესასაწაულს სკანდინავიის ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ. მაგრამ შვედეთი ყველაზე გამორჩეულია.
თებერვლის თვეში საბერძნეთში, ღვინის ღმერთის დიონისეს პატივსაგებად ერთთვიანი ფესტივალი იმართება. ტურისტები და ადგილობრივი მოსახლეობა სიმღერით ცეკვით და ღვინის სმით იქცევს თავს.
4-დან 13 ივლისამდე კანადაში დიდი როდეო იმართება. სანახაობას ექსტრემის მოყვარულები არ უნდა დააკლდნენ.
სიაში მოხვდა ტანზანიის ერთ-ერთი ქალაქის ზანზიბარის კინოფესტივალი. ფილმების ნახვის გარდა, მაყურებელი მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ შოუსა და ქვიშიანი სანაპიროს საღამოებს ეწვევა.
ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ედინბურგის თეატრალური ფესტივალი კვლევის ავტორებისთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. დიდი ბრიტანეთი ამ ღონისძიების ფარგლებში მასპინძლობს: მომღერლებს, მსახიობებს, მოცეკვავეებს. ღონისძიებები არა მარტო ინგლისურ “პაბებსა” და საკონცერტო დარბაზებში იმართება, არამედ ქუჩებშიც ინაცვლებს.
ოქტომბერში, ბრაზილიაში რელიგიური დღესასწაული იმართება. მრავალფეროვანი ღონისძიება, მნიშვნელობით და მასშტაბებით ბრაზილიურ კარნავალს არ ჩამოუვარდება.
სამხრეთ კორეაში ქვეყნის მმართველების პატივსაცემად ოქტომბერში აღლუმები იმართება. მასშტაბურმა ღონისძიებებმა მრავალი ათასი ტურისტი მიიზიდა.
ნიუ-იორკი ოქტომბერში ჰელოუნს აღნიშნავს. მათ ვისაც მრავალფეროვანი კოსტიუმებისა და განათებული გოგრის სანათების ხილვა სურთ, საუკეთესო გართობა და ტკბილეულის ზღვა ელით.