კომპანია TomTom-მა ყველაზე გადატვირთული ქალაქების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.
სულ სიაში 189 ქალაქია. პირველი ადგილი მეხიკოს ერგო, მეორე პოზიცია ბანგკონგმა, ხოლო მესამე ადგილი ჯაკარტამ დაიკავა.
მსოფლიოს ყველაზე გადატვირთული გზების მქონე ქალაქების ჩამონათვალის ხუთეულს ჩინური ჩუნცინი და ბუქარესტი ასრულებენ.
ათეულში ასევე შევიდნენ: სტამბული, ჩინური ჩენდუ, რიო დე ჟანეირო, ტაივანი და პეკინი.
TomTom-ის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ”თავისუფალი” ქალაქი არის დეიტონი, რომელიც ოჰაიოს შტატში მდებარეობს.
მსგავსი კვლვევის შედეგები ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა კომპანია INRIX-მაც, რომლის მიხედვითაც ყველაზე ხანგრძლივი საცობების მქონე ქალაქების ჩამონათვალის პირველი ადგილის მფლობელი ლოს ანჯელესი გახდა.