LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე სუფთა ქალაქები გამოვლინდა

216

კოპენჰაგენი, ამსტერდამი და ოსლო – პლანეტის ყველაზე სუფთა ქალაქებია. ორგანიზაცია „გრინპისმა“ ჩაატარა საინტერესო კვლევა, რომელშიც მსოფლიოს ათობით დიდი თუ პატარა ქალაქი მონაწილეობდა. მკვლევარები ისეთ კრიტერიუმებს ითვალისწინებდნენ, როგორიცაა – ჰაერის სისუფთავე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულება და ა.შ. გამარჯვებულებმაც მაღალი შეფასება განვითარებული ინფრასტრუქტურის, ველოტრასების, გამოყოფილი ტროტუარებისა და ჰაერში მავნე ნივთიერებების დაბალი შემცველობის დამსახურებით მიიღეს.

ყველაზე სუფთა ქალაქების სიაში, ასევე – ციურიხი, მადრიდი, პარიზი, ბრიუსელი, ბუდაპეშტი და ბერლინიც მოხვდნენ. ხოლო, რაც შეეხება სიის ბოლოს – ლონდონი, მოსკოვი და რომი ლიდერობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები