LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქები

78

ჟურნალმა Economist ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა და მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქები გამოავლინა.

 

 

 

ამ წოდების მოსაპოვებლად, გამომკითხველებმა ისეთი ფაქტორები გაითვალსიწინეს, როგორც სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჯანდაცვის სისტემები, ინფრასტრუქტურის დონე და ქალაქის მაცხოვრებლებისა და ტურისტების პირადი უსაფრთხოებაა.

ტოკიო, იაპონია

940x530_0xc0a839a4_15651196991468488279

იაპონიის დედაქალაქი ამ მხრივ ნამდვილად უსაფრთხოა. იმ შემთხვევაში თუ ტოკიოში  სრულიად მარტო აღმოჩნდებით, არ ინერვიულოთ, რადგან ქალაქის თითქმის ყველა ქუჩა კამერებით არის აღჭურვილი. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თქვენი უსაფრთხოება არც ისე იაფი დაგიჯდებათ, რადგან პარალელურად ტოკიო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია.

სინგაპური, სინგაპური

940x741_0xc0a839a4_19250053081468488278

სინგაპიურის ხელისუფლება ნებისმიერ კანონდამრღვევს მკაცრად ებრძვის – თუ ქუჩაში სიგარეტის ნამწვს გადააგდებთ, საშუალოდ ნახევარი თვის ხელფასის გადახდა მოგიწევთ.

ოსაკა, იაპონია

940x627_0xc0a839a4_19703034621468488278

იაპონიის რიგით მეორე უდიდესი ქალაქი ქვეყნის გასტრონომიულ დედაქალაქადაც არის მიჩნეული, თუმცა უსაფრთხოობა აქ მაინც პირველ ადგილზეა. ოსაკაში დაკარგვა საშიში არ არის, სამართალდამცავების გარდა, ადგილობრივებიც მოხარულები არიან თქვენი დახმარებით.

სტოკჰოლმი, შვედეთი

940x623_0xc0a839a4_14053166171468488278

შვედეთის დედაქალაქი ერთ-ერთი არააზიური ქალაქია, რომელიც არამარტო ყველაზე მეტად ზრუნავს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, არამედ საკმაოდ კომფორტულ საცხოვრებელ პირობებსაც გთავაზობთ. შვედეთის სრული მოსახლეობის ერთი მეხუთედი სტოკჰოლმის ან მისი შემოგარენის ტერიტორიაზე ცხოვრობს, შესაბამისად, ის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სკანდინავიური ქალაქია.

ამსტერდამი, ჰოლანდია

amsterdam-attractions-16x9

მსოფლიოს გამოკითხულთა უმეტესობა ჰოლანდიაში ცხოვრებაზე ოცნებობს, ასეთია საშუალო მაჩვენებელი. ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი, სადაც ავტომობილი ველოსიპედით არის შეცვლილი, საცხოვრებლად ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ ადგილად მიიჩნევა.

სიდნეი, ავსტრალია

940x627_0xc0a839a4_17445622491468488278

ავსტრალიის უდიდესი და უძველესი ქალაქი ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მხრივ მესამე ადგილზეა. სიდნეიში თავს ძალიან უსაფრთხოდ იგრძნობთ, ავსტრალიელები კი ერთ-ერთი ყველაზე სტუმართმოყვარე ერია.

ციურიხი, შვეიცარია

940x627_0xc0a839a4_9964453491468488279

ციურიხი ცნობილია ჯანდაცვის შეუდარებელი სისტემით, ასევე არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურით. ისე, რომ აქ ყოფნა ნებისმიერი სტატუსითა და გარემოებით დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ტორონტო, კანადა

940x627_0xc0a839a4_12219412821468488279

უკვე რამდენიმე წელია ზედიზედ, ტორონტო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქის წოდებას ინარჩუნებს. ექსპერტები საკმაოდ მაღალ ქულას უწერენ ადგილობრივებისა და ტურისტების პირად უსაფრთხოებას. თუმცა ცხოვრება აქ პირობების შესაბამისად, საკმაოდ ძვირია.

მელბურნი, ავსტრალია

940x529_0xc0a839a4_14883176841468488278-1

ავსტრალიის კულტურის დედაქალაქში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 86 წელია. ამ კატეგორიაში ის მოწინავე პოზიციაზეა. 2014 წელს, მელბურნმა „საცხოვრებლად ყველაზე ხელსაყრელი ქალაქის“ ტიტული მოიპოვა.

ნიუ-იორკი, აშშ

940x626_0xc0a839a4_4528339391468488278

თავისი გიჟური ტემპისა და მჭიდროდ განსაზღვრული გრაფიკის გამო, ნიუ-იორკი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქების რეიტინგში მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები