The Economist Intelligence Unit-ის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო მეგაპოლისი არის ტოკიო. მეორე და მესამე ადგილები კი გამოცემამ სინგაპურსა და იაპონურ ოსაკას მიანიჭა. მათ კანადური ტორონტო და ავსტრალიური მელბურნი მოსდევს.
კვლვევის მსვლელობისას მსოფლიოს 60 ქალაქის გაანალიზება სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით მოხდა, მათ შორის პირადი უსაფრთხოების, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით. ასევე რეიტინგის შედგენისას ელექტრონული უსაფრთხოების კრიტერიუმის ჩართვაც მოხდა. კატეგორიების უმეტეს ნაწილში პირველობა სწორედ ტოკიოს ერგო.
ესპანური ქალაქები, მადრიდი და ბარსელონა ინფრასტრუქტურის უსაფრთხეობის კატეგორიაში ლიდერ პოზიციებს იკავებენ. აღნიშნული კატეგორია შენობების, ხიდებისა და გზების უსაფრთხოებას, ასევე სამართალდამცავებისა და და სამაშველო სამსახურების ეფექტურ მუშაობას გულისხმობს.
რეიტინგის ყველაზე დაბალ პოზიციაზე ბანგლადეშში მდებარე ქალაქი დაკა, მიანმაში მდებარე იაონგონი, პაკისტანური კარაჩი და ეგვიპური კაირო იკავებენ.
ანგარიშში განსაკუთრებით არის ხაზგასმული კიბერუსაფრთხოება და ამ კატეგორიაში ყველაზე განვითარებული ქალაქები ჩიკაგო, სან ფრანცისკო და ნიუ იორკი არიან, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესოთა საერთო ჩამონათვალში ისინი არ შედიან.