LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი Mustang იყიდება

107

აუქციონის სახლის Mecum-ის საიტზე გამოჩნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ იყიდება ისტორიაში ერთ-ერთი პირველი Mustang. კუპეს ღირებულება, რომლის VIN ნომერიც გახლავთ 100002 დაახლოებით 450-600 ათასს შეადგენს. ვაჭრობა 2017 წლის მაისში გაიმართება.

ამჟამად ავტომობილი კოლექციონერსა და Ford Mustang-ების სპეციალისტს ბობ ფრიას ეკუთვნის. მფლობელმა ავტომობილის ისტორია კონვეირიდან გამოსვლის მომენტიდან შეისწავლა და დაადგინა, რომ ის ერთ-ერთი წინასერიული მოდელია, რომელიც 1965 წელს გამოვიდა. ასეთი ავტომობილების სართო ტირაჟი 150-180 ეკზემპლარია.

გასაყიდად გამოტანილი Mustang პირველი მოდელია, რომელსაც მყარი სახურავი აქვს და რომელმაც VIN ნომერი მიიღო. კაბრიოლეტი VIN-ნომრით 100001 ახლა ჰენრი ფორდის მუზეუმში იმყოფება. გასაყიდად გამოყანილმა მუსტანგმა მთლიანობაში 13 მფლობელი შეიცვალა.

ცნობილია, რომ ეს ავტომობილი კომპანია Ford-ის 100 წლის იუბილეზე ჰენრი ფორდის მუზეუმშიც იყო წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები