კუბურმა პრესამ გააკრიტიკა სილამაზის კონკურსის „მის სამყარო კუბა 2025“ გამარჯვებული, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე „მის სამყარო“ წარადგენს. ამის შესახებ Latin Times იტყობინება.
კუბას 60 წელზე მეტია საერთაშორისო სილამაზის კონკურსებში მონაწილეობა არ მიუღია. ულამაზესი კუბელი გოგონას არჩევა მხოლოდ 2024 წელს დაიწყო და არა თავად კუნძულზე, არამედ ამერიკულ ქალაქ მაიამიში, სადაც ამ ქვეყნიდან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. 22 წლის ლინა ლუასესი, რომელმაც წელს გაიმარჯვა, შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
სკანდალის მიზეზი გოგონას წარმომავლობა იყო. კუბაში ეჭვი ეპარებოდათ, რომ ლუასესს ჰქონდა ქვეყნის წარმომადგენლობის უფლება. კუბური გაზეთები წერენ, რომ ის მაიამიში დაიბადა, არასდროს ყოფილა იმ ქალაქში, რომელსაც სავარაუდოდ წარმოადგენდა და ესპანურიც კი არიც კარგად. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამის გამო მას კუბელების სახელით საუბარი არ შეუძლია.
საერთაშორისო სილამაზის კონკურსის „მის სამყარო“ ფინალი 21 ნოემბერს ბანგკოკში გაიმართება.