LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში პირველი გამჭვირვალე ჩემოდანი

80

ავსტრალიურმა ბრენდმა Crumpler მოგზაურებისთვის ორიგინალური ჩემოდანი Vis-à-Vis შექმნა, რომელიც თითქმის მთლიანად გამჭვირვალეა. მწარმოებლების აზრით, ამგვარი სამგზავრო ჩანთა მის მფლობელს თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს.
”არაფრის არ შეგეშინდეთ, თუ არაფერი გაქვთ დასამალი”, – სწორედ ასეთია ჩემოდნის შემქმნელების დევიზი.

აქსესუარის გამძლე, თუმცა მსუბუქი კორპუსი პოლიკარბონატისგანაა გაკეთებული და 4,5 კგ-ს იწონის. Vis-à-Vis-ში ტანსაცმლის ფიქსაციის სპეციალური სისტემაა გამოყენებული, რომელიც საიმედოდ იცავს მას ჩემოდნის ტრანსპორტირების დროს. Vis-à-Vis-ის სიმაღლე 68 სმ-ია, განი – 46,5 სმ, სიღრმე კი – 25 სმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები