LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში უხუცესი კატა მოკვდა

128
789

მსოფლიოში უხუცეს კატად აღიარებული როზი ინგლისში ცხოვრობდა. The Sun-ის ინფორმაციით, ცხოველი არც მეტი არც ნაკლები 33 წლის იყო და ეს კატებისთვის ნამდვილი რეკორდია.

„როზი ძალიან მაკლია. ერთად ბევრი რამ გადავიტანეთ, დაუვიწყარი მოგონებები დავაგროვეთ და ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემს ცხოვრებაში იყო.“ – ამბობს როზის 73 წლის პატრონი ლილა ბრისეტა.

კატას 33 წელი ივნისში შეუსრულდა და ეს ადამიანებში 152 წლის ტოლფასია.

აღსანიშნავია, რომ როზის მსოფლიოში უხუცესი კატის ტიტული ოფიციალურად არ ჰქონია, რადგან მისმა პატრონმა სხვადასხვა პროცედურების გავლა არ ისურვა. ოფიციალურად ამ სტატუსს 29 წლის ფლოსი ატარებს და როზის მსგავსად ისიც ინგლისში ცხოვრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები