მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო ლაინერი კიდევ უფრო ტევადი გახდება. ავიამშენებელმა კორპორაციამ – Airbus-მა, რომელსაც ყველაზე დიდი ხომალდი A380 ეკუთვნის, ახალი დიზაინი დააანონსა.
სპეციალისტთა განცხადებით, სალონის გადაკეთება სტანდარტულ ბორტს თითქმის 80 ადგილით გაზრდის. ეს კი სალონის წინა ნაწილში მდებარე კიბის ცვლილებითა და პილოტებისა და ბორტგამცილებლების დასასვენებელი ზონების გაერთიანებით მოხდება. გარდა ამისა, ეკონომ კლასის თითოეულ რიგში სავარძლების რაოდენობა 10-ის ნაცვლად 11 გახდება. პრემიუმ კლასში კი 8-ის ნაცვლად 9. რაც შეეხება ბიზნეს კლასს, იქ დამატებით ადგილებს ნივთების შესანახი სექციის გაუქმებით დამატებენ.
შეგახსენებთ,რომ სტანდარტულ airbus-ში ადგილი 497 მგზავრისთვისაა გამოყოფილი, ახალ სალონში კი სკამების რაოდენობა 575-მდე გაიზრდება.