LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ყავა დუბაიში გაიყიდა

110
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ყავა დუბაიში გაიყიდა

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფინჯანი ყავა Roasters Specialty Coffee House-მა  დუბაიში დაამზადა. მისი ფასი 2 500 დირჰემი (დაახლოებით 680 აშშ დოლარი) იყო, წერს გინესის რეკორდების წიგნი.

სასმელი არაბიკის სახეობის ექსკლუზიური მარცვლებისგან დაამზადეს. მარცვლები პანამაში Hacienda La Esmeralda-ს ფერმაშია მოყვანილი და შეზღუდულ ხელმისაწვდომობასთან ერთად განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს უკავშირდება.

თუ ვინ იყიდა მსოფლიოში ყველაზე ძვირად შეფასებული ყავა – გინესის წარმომადგენლები არ აზუსტებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები