LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ეკოლოგიური ავტომწარმოებლები დასახელდა

114
ქირიას NEWS შაბლონი (4)

ამერიკული კომპანია Tesla მსოფლიოში ყველაზე „მწვანე“ ავტომწარმოებლად დასახელდა. საუბარია არა ავტომობილების მოდელებზე, არამედ მანქანების წარმოების პროცესში გამოყოფილ გამონაბოლქვზე.

კვლევითი ჯგუფის Lead the Charge რეიტინგში სულ 18 ავტო კონცერნი შევიდა.

ექსპერტების შეფასებით, კლიმატზე ყველაზე ნაკლებ უარყოფით გავლენას სწორედ Tesla ახდენს. სამეულში ასევე მოხვდნენ Ford Motor Company და Volvo Cars.

ჩინურ ბრენდებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა Geely-მა, რომელიც მერვე ადგილზე გავიდა.

რეიტინგის ბოლოს, 10%-ზე დაბალი მაჩვენებლით, აღმოჩნდნენ Toyota, GAC Group და SAIC Motor.

კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა შეისწავლეს ელექტრომობილების წარმოებისას რეალურად წარმოქმნილი გამონაბოლქვი.

შეფასებაში შედიოდა:

  • წარმოების ეკოლოგიური გავლენა;
  • წიაღისეული საწვავის გამოყენება;
  • ადამიანის უფლებების დაცვა წარმოების ჯაჭვში;
  • რესურსების პასუხისმგებლობიანი მოხმარება.


ამასთან, კვლევითი კომპანიის J.D. Power ბოლო ანგარიშის მიხედვით, ელექტრომობილების მფლობელები საკუთარი მანქანებით ძალიან კმაყოფილები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე გაყიდვები ზოგადად მცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები