„ნიუ-იორკ პოსტის“ ცნობით, ავსტრალიელი ბლოგერი ლი ჰულტონი „კოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე“ გამოჩენის შემდეგ „მსოფლიოში ყველაზე ლამაზ გოგონად“ შერაცხეს.
25 წლის ინფლუენსერმა ფოტოებისა და ვიდეოების სერია გაავრცელა, სადაც თავის მიმდევრებს ღონისძიებისთვის მის მიერ არჩეულ ლუქს უჩვენებდა. მისი პოსტები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, მილიონობით ნახვა და ათასობით კომენტარი დააგროვა სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე ენთუზიაზმით აღსავსე მომხმარებლებისგან.
„როგორც ჩანს, ახალი „მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგონა“ იპოვეს“, „ვერ ვიჯერებ, რომ ეს ნამდვილი ადამიანია. ის იმდენად ლამაზია, რომ ნეირონულ ქსელს ჰგავს“ და „არარეალური სილამაზე“ – ასეთი იყო გულშემატკივრევის კომენტარები.




