LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე საშინელი კერძები 

122
a8d1744fcf754a9e8e905874be2767a4

დასახელდა იმ კერძების სია, რომლებიც კრიტიკოსებმა და დეგუსტატორებმა მსოფლიოში ყველაზე საზიზღრად მიიჩნიეს. 100 კერძისგან შემდგარი ანტირეიტინგი  სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ სამზარეულოსადმი მიძღვნილმა გასტრონომიულმა გზამკვლევმა TasteAtlas-მა გამოაქვეყნა. 

რეიტინგის სათავეში მოხვდა ისლანდიური დელიკატესი სვიდი – ცხვრის თავის ნახევარი, რომელსაც ჯერ ცეცხლზე ატრიალებენ ბეწვის მოსაშორებლად, შემდეგ ხარშავენ და  ბოლოკისა და კარტოფილის პიურესთან ერთად მიირთმევენ. მეორე ადგილზეა კიდევ ერთი სკანდინავიური კერძი – ტორამატური, რომელიც წარმოადგენს ფერმენტირებული ზვიგენის, შებოლილი ცხვრის ხორცისა და ძეხვების მიქსს. 

Traditional Jewish dish (kugel) made of pasta or noodles and scolding sugar caramel, served on shabbat with Spicy horseradish sauce and pickles

მესამე ადგილი დაიკავა ესპანურმა კერძმა – ნავარიული წესით შემწვარმა კალმახმა, რომელსაც ლიმონის წვენთან და შემწვარ ხამონთან ერთად მიირთმევენ. მეხუთე პოზიციაზე აღმოჩნდა ტრადიციული ბრიტანული კერძი კოკნი – ჟელეში ჩადებული გველთევზა (ანგვილი). მეოთხე და მეექვსე ადგილები სკანდინავიურმა კერძებმა დაიკავეს, რომლებიც ღორისა და ირმის სისხლისგან მზადდება: პელმენები ბლოდპალტი და ბლინები ბლოდპლატერი.

პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ჩილეს კარტოფილის მილკაო და ჩაპალელე, ტაილანდური შემწვარი აბრეშუმის ჭიები, ასევე ბერძნული სალათი არტიშოკით.

რეიტინგში ასევე ფიგურირებს ნორვეგიული კერძი ლიუტეფისკი – ტუტეში (ტუტე ხსნარში) დამუშავებული გამხმარი ვირთევზა, რომელიც დაძველების პროცესში ჟელესმაგვარ კონსისტენციას და მძაფრ სუნს იძენს, ასევე ფილიპინური დელიკატესი ბალუტი – მოხარშული იხვის კვერცხი თითქმის სრულად ჩამოყალიბებული ემბრიონით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები