LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე საშიში აეროპორტები

25

ბრიტანული ტურისტული ფირმის სპეციალისტებმა მსოფლიოში ყველაზე საშიში აეროპორტების რეიტინგი შეადგინეს. ამაში მათ მომხმარებელთა შეფასებები და პირადი დაკვირვებები დაეხმარათ.

პირველ ადგილზე შოტლანდიის დასავლეთში მდებარე ბარას აეროპორტი გავიდა. ეს არის ერთადერთი აეროპორტი მსოფლიოში, რომლის საფრენი ბილიკებიც ქვიშისგან შედგება. ამიტომ, იქ რეისები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, წყალდიდობების დროს სრულდება.

რაც შეეხება მეორე პოზიციას, მას ჰოლანდიაში, სენ-მარტინის კუნძულზე მდებარე პრინცესა იულიანას აეროპორტი იკავებს. საქმე ისაა, რომ თვითმფრინავი დაჯდომის დროს წყლის ზედაპირთან ძალიან ახლოს ხვდება, რაც პილოტებს ორიენტაციას აკარგვინებს. არანაკლებ რთულია აფრენაც, რადგან აეროპორტი მთასთან ახლოს მდებარეობს და მფრინავებს მკვეთრი მანევრის შესრულება უხდებათ.

და ბოლოს ლიდერთა სამეულს გრენლანდიაში მდებარე ნარსარსუაკის აეროპორტი არსულებს. პილოტებს დაჯდომის დროს უზარმაზარ ნაპრალზე უწევთ გადაფრენა, ამიტომ ძლიერი ტურბულენტურობა წარმოიქმნება. ღამის საათებში კი იქ ფრენა საერთოდ აკრძალულია.

აღსანიშნავია, რომ საშიშთა შორის ასევე პორტუგალიის, ახალი ზელანდიის, ნეპალის, საფრანგეთის, საბერძნეთისა და ანტარქტიდის აეროპორტები მოხვდნენ.