მსოფლიოში ყველაზე საშიში ქალაქი მექსიკური ლოს კაბოსია. მექსიკელმა ექსპერტებმა ჩაატარეს ძალიან საინტერესო კვლეა და მსოფლიოს ყველაზე საშიში ქალაქების რეიტინგი შეადგინეს. პირველი ადგილი კი ლოს კაბოსს ერგო. ქალაქში ყოველ 100 ათას ადამიანზე 111,33 მკვლელობა მოდის. უფრო მეტიც, სულ რაღაც ერთ წელიწადში, 2016 წლიდან 2017 წლამდე, მკვლელობების რაოდენობა 500%-ით გაიზარდა. საშიშთა მეორე პოზიციას ვენესუელის დედაქალაქი – კარაკასი იკავებს. კარაკასში ყოველ 100 ათას მაცხოვრებელზე 111,19 მკვლელობა ხდება. ლიდერთა სამეულს კი ისევ მექსიკა და ქალაქი აკაპულკო ასრულებს. ამ შემთხვევაში მკვლელობების რაოდენობა 106,63-ია.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ლიდერი პოზიციები ძირითადად ლათინური ამერიკის ქალაქებს ერგოთ, მათგან 17 ბრაზილიას, 12 მექსიკას, 5 ვენესუელას და 3 კოლუმბიას ეკუთვნის.