LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე წვრილი სასტუმრო ესპანეთში იპოვეს

114

მსოფლიოში ყველაზე წვრილი სასტუმრო ესპანეთში იპოვეს. გრანადას მასიურ შენობებს შორის ერთი განსაკუთრებული ნაგებობა – სასტუმრო Molinos de Granada დგას. მოლინოს ქუჩაზე განთავსებული სასტუმრო უკვე 22 წელია გინესის რეკორდსმენია. საქმე ისაა, რომ ნაგებობის ფასადის სიგანე სულ რაღაც 5 მეტრს შეადგენს, რაც მას მსოფლიოში ყველაზე წვრილ სასტუმროდ აქცევს. დაწესებულება მთლიანობაში 3 სართულს და 9 ნომერს მოიცავს და როგორც მისი მეპატრონე აცხადებს, დიზაინერთა ეშმაკობით ოთახებში საკმარისზე მეტი ადგილიც კია.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე წვრილ სასტუმროში ერთი ღამის გათენების საფასური 45-დან 130 ევრომდე მერყეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები