ტეხასის ყველაზე მსუქანი, ყველაზე გამბედავი და ნიგვზის მოყვარული ციყვი, ბუთქუნა რექსი „Fat Squirrel Week“-ის გამარჯვებული გახდა.
ონლაინ ხმის მიცემის შემდეგ, ეს მრგვალი და ძალიან საყვარელი პატარა ლეგენდა, რომელიც დინოზავრების ხეობის სახელმწიფო პარკში ბინადრობს, ჩემპიონის ტიტულით დაჯილდოვდა.
ტეხასის პარკებისა და ველური ბუნების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ამ სახალისო კონკურსში შტატის სხვადასხვა პარკის 16 ციყვი მონაწილეობდა და თითოეულს ყველაზე მსუქანი მღრღნელის ტიტულზე ჰქონდა პრეტენზია.
უსაყვარლესი ღონისძიება ალასკის ცნობილი „მსუქანი დათვების კვირეულის“ ინსპირაციით შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ ეს არის ფესტივალი, რომელიც ცხოველების ზამთრისთვის გასუქებას აღნიშნავს და საზოგადოებას აძლევს შანსს მხარი დაუჭიროს საკუთარ, საყვარელ „პუტკუნა“ ფავორიტს.
