LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუზეუმის დამთვალიერებელმა ღამე რემბრანდტის ნახატის წინ გაათენა (ვიდეო)

44

ამსტერდამის ხელოვნების მუზეუმის ადმინისტრაციამ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და ერთ-ერთ სტუმარს ოცნების ასრულების საშუალება მისცა.

„BBC”-ის ინფორმაციით, იღბლიანი დამთვალიერებელი სკოლის მასწავლებელი სტეფან კასპერი იყო და მას ასეთი საჩუქარი იმიტომ გაუკეთეს, რომ ის საიუბილეო მე-10 მემილიონე ვიზიტორი აღმოჩნდა.

როგორც კასპერი აცხადებს, მას გენიალური ტილოსგან 2 მეტრის მოშორებით ეძინა და ამის დაჯერება დღემდე ძალიან უჭირს. იღბლიანი ბილეთის მფლობელს საწოლი მართლაც შუა დარბაზში დაუდგეს, მუზეუმში კი მის საპატივცემულოდ წითელი ხალიჩა დაფინეს. გარდა ამისა, მასწავლებელმა სპეციალურად მისთვის მომზადებული დელიკატესებითაც ივახშმა. სტეფანმა სიჩუმითა და სიცარიელითაც ისარგებლა, სხვადასხვა დარბაზებში ობოდიალა და რამდენიმე სელფი გადაიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები