გერმანიაში გაიმართა მიუნხენის მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის სასამართლო, რომელმაც მოიპარა და გაყიდა სამი სურათი, ფული კი ფუფუნების საგნებზე დახარჯა. ამის შესახებ იუწყება Artnet.
30 წლის მამაკაცი, ინიციალებით S.K. მუზეუმში ტექნიკოსად მუშაობდა 2016 წლის მაისიდან 2018 წლის აპრილამდე. ამ დროში მან XIX-XX საუკუნეების გერმანელი მხატვრების 4 ნახატი მოიპარა და სამი მათგანი არტ-აუქციონებზე გაყიდა.
ყველაზე ძვირი აღმოჩნდა ფრანც ფონ შტუკის 1891 წლის ნამუშევარი „ზღაპარი მეფე-ბაყაყზე“. მასში ქურდმა 49 ათასი ევრო აიღო. დანარჩენმა ორმა 11.5 ათასი ევრო და ჯამში ბოროტმოქმედმა 60.6 ათასი ევრო იშოვა.
„სხვადასხვა ნივთების გარდა, მან შეიძინა ახალი ბინა, ძვირფასი მაჯის საათი და ავტომობილი Rolls-Royce“, – განაცხადა სასამართლოზე მბრალდებელმა.
კიდევ ერთი ნახატის გაყიდვა კი ვერ მოახერხა. მუზეუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაწყვიტა სურათების აღწერა შეედარებინა კატალოგისთვის და აღმოაჩინა ძალიან უხეშად შესრულებული ყალბი ნახატები.
S.K სრულად აღიარებს ბრალს და ნანობს ჩადენილს. მან ვერ ახსნა მოტივი და განაცხადა, რომ „დაუფიქრებლად მოქმედებდა“.
სასამართლომ წელიწადი და 9 თვე მიუსაჯა და ფულის დაბრუნებაც დააკისრა. მუზეუმი კი სურათების ახალ მფლობელებს ელაპარაკება მოპარულის დაბრუნებასთან დაკავშირებით.