LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუზეუმმა დამთვალიერებლებს Lamborghini-ის დაკაწვრა შესთავაზა

87

დანიურ ორჰუსში მდებარე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა დამთვალიერებლებს სუპერქარ Lamborghini Gallardo-ს დაკაწვრა შესთავაზა. ამის შესახებ საიტი Wonderful Engineering წერს. ავტომობილი დაახლოებით 170 000 დოლარად არის შეფასებული და ის ნორვეგიელმა მხატვარმა დოლკ ლუნდგრენმა პროექტ ”არცერთი ადამიანი არ არის კუნძულის” ფარგლებში წარმოადგინა.

Lamborghini-ის დაკაწვრით მხატვარს სურდა ეჩვენებინა, რომ ყველაფერი, რასაც ადამიანები აკეთებენ, ყოველი მათი მოქმედება საზოგადოებაში კვალს ტოვებს და მასზე გავლენას ახდენს. ავტომობილის დაკაწვრა მხოლოდ სამი კვირის განმავლობაში იყო შესაძლებელი, ამის შემდეგ კი დოლკ ლუნდგრენმა ავტომობილი ხელოვნების დასრულებულ ნიმუშად გამოაცხადა და სუპერქართან წვდომა დაიხურა.

საინტერესოა, რომ თავდაპირველად ადამიანები ავტომობილზე პატარა ნაკაწრებს ტოვებდნენ, საბარგულის სახურავზე პირველი წარწერა ”Skoda” გაჩნდა, ამის შემდეგ ავტომობილზე ნახატები, სახელები დაშინაური ცხოველების სახელებიც დაიტანეს. წარწერები დისკებზეც კი გააკეთეს.

ავტომობილი მუზეუმში სექტემბრამდე იქნება გამოფენილი, ამის შემდეგ კი მხატვარი თავისთვის წაიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები