LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მწერდნენ, რატომ აღარ დებ ახალ სიმღერებს, რატომ აღარ ჩანხარო… ძალიან ბევრი შეტყობინება მოდიოდა… ისევ ძველებურად იქნება ახალ-ახალი სიმღერები…“ – ფატი ბროლაშვილი პრემიერით „არ დაიდარდოში“

233
ფატი-ბროლაშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ფატი ბროლაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „მიყვარხარ, სიყვარულს გპირდები“, პრემიერა შედგა.

ფატი, გარკვეული  პაუზა გქონდა მუსიკალურ შემოქმედებაში, რა იყო ამის მიზეზი?

რაღაც პერიოდი ახალი სიმღერა არ ჩავწერე, ვფიქრობდი, რომ ძალიან მალ-მალე ვაწვდიდი სიმღერებს მსმენელს და ვიფიქრე, ცოტა თავი მოვანატრო-მეთქი.

მერე, როგორ იგრძენი ეს მონატრება?

სოციალურ ქსელში მწერდნენ, რატომ აღარ დებ ახალ სიმღერებს, რატომ აღარ ჩანხარო… ძალიან ბევრი შეტყობინება მოდიოდა.

მსმენელს ძალიან შენი სევდიანი სიმღერები, თუ ჰპირდები მათ სამომავლოდ მსგავსი სტილის ნამუშევარს?

კი, იქნება. ზოგადად, მე რა სევდიანი სიმღერებიც მქონდა, ყველა ჩემს ცხოვრებაზე არ იყო. მე მხოლოდ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე არ ვქმნი სიმღერებს. შეიძლება, ადამიანს გავესაუბრო, მისი ტკივილი ვიგრძნო, მივიტანო გულთან და ის ავამღერო. სხვათა შორის, ამ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი სიმღერა დავწერე. უბრალოდ, რომ ჩავწერო სევდიანი სიმღერა, დარწმუნებული ვარ, იტყვიან, ისევ დარდი, ისევ სევდაო, ამიტომ ვერიდები.

ბევრს უთქვამს, რომ ხავერდოვანი ხმა მაქვს და ეს ტკივილიანი, დამსვი, მაფიქრე, მატირე სიმღერები ჩემს ხმას უხდება.

როგორია სამომავლო გეგმები?

შემართებით, ისევ ძველებურად იქნება ახალ-ახალი სიმღერები. ვფიქრობ, რომ ახალი ალბომი გამოვცე. ალბათ, ალბომში 15-18 სიმღერა შევა.

მოგვიყევი სიმღერაზე „მიყვარხარ, სიყვარულს გპირდები“, რომლის რადიო პრემიერაც დღეს შედგება.

ამ სიმღერის ჩაწერა 1 წლის და 8 თვის წინ დავიწყეთ და როგორც იქნა, დავასრულეთ მუშაობა. ხან მე ვერ მოვახერხე, ხან სტუდია არ იყო თავისუფალი. თან, ცოცხალი ინსტრუმენტები, ფანდური მინდოდა. მადლობა ზურა ბარბაქაძეს, ფანდურას. გამორიცხულია, რომ ჩემი ყოველი სიმღერა ზურამ არ გაალამაზოს. ასევე, დიდი მადლობა ალუდა ჯანაშვილს. მადლობა ხმის რეჟისორს ზაზა გოჩიტაშვილს, როგორიც მინდოდა, რომ გამოსულიყო, ზუსტად ისეთი ნამუშევარია.

როგორი გამოხმაურება მოჰყვა სიმღერის სატელევიზიო პრემიერას?

ძალიან კარგი კომენტარები წამოვიდა. მინდა, მადლობა გადავუხადო მსმენელს, მართლა გათამამებული ვარ კარგი კომენტარებით.

ფატი ბროლაშვილი – მიყვარხარ, სიყვარულს გპირდები

ფატი ბროლაშვილი – ცხოვრება გაჩუქე

ფატი ბროლაშვილი. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები