LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწვანე ბარათი იტალიაში

167

იტალიის სერია B-ს 2015/16 წლების სეზონში არბიტრები მწვანე ბარათს გამოიყენებენ.

მწვანე ბარათს იმ ფეხბურთელებს უჩვენებენ, რომლებიც მოედანზე თავს სამართლიანი ქმედებით გამოიჩენენ.
აქამდე მსგავსს პრაქტიკას იტალიის ახალგაზრდულ ჩემპიონატებში იყენებდნენ, მიმდინარე წელს კი მწვანე ბარათის დამკვიდრება უფრო მაღალ დონეზე გადაწყვიტეს.

მწვანე ბარათს ფეხბურთელი იმ შემთხვევაში მიიღებს, როცა, მაგალითად ბურთს აუტზე გადააგდებს, როდესაც მეტოქე გუნდის მოთამაშე დაშავდება.
სეზონის ბოლოს კი ყველაზე სამართლიან ფეხბურთელთა სია გამოქვეყნდება. სერია B-ს გათამაშება ხვალ დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები