LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზადების მესამე დღე: ანდორა დღეს მოდის და ერთხელ ივარჯიშებს (ვიდეო)

24

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს. ჩვენმა ფეხბურთელებმა დღის პირველ ნახევარში სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშეს. შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდმა ორმხრივი თამაში გამართა. ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი მომავალი მატჩებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

საქართველოს ნაკრების მეტოქე – ანდორა, თბილისში 11 ოქტომბერს ჩამოვა. ანდორელები დედაქალაქში ერთადერთ ვარჯიშს 12 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ გამართავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები