ფიფამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრებმა მცირე ცვლილება განიცადა.
ჩვენები ახალ რეიტინგში ერთი პოზიციით დაქვეითდნენ. ამჟამად საქართველოს ნაკრები 289 ქულით 123-ე ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ მარტში ჩვენმა ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით პირველი ამხანაგური მატჩი ყაზახეთის ნაკრებთან გამართა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
თავად ყაზახეთის ნაკრები კი 9 პოზიციით დაწინაურდა და ახლა ჩვენზე წინ, 116-ე ადგილზეა.
ცვლილებაა ასევე ლიდერთა ათეულში. პირველ ადგილზე არგენტინა გადავიდა, ხოლო ავსტრია ათეულიდან გავარდა.