ნაძალადევის რაიონში ბუაჩიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. ასფალტის საფარი კაპიტალურად შეკეთდა. პროექტის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურა 3 824 კვ/მ-ზე მოწესრიგდა.
თბილისის მერის თქმით, ინტენსიური მუშაობის შედეგად, დედაქალაქში ბევრი ქუჩა გაკეთდა და სამუშაოები კვლავ გრძელდება. მათ შორისაა ბუაჩიძის ქუჩა, სადაც ასფალტის საფარი 30 წელზე მეტია არ მოწესრიგებულა.