მეცნიერებმა შექმნეს რობოტი თევზი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი დავალების შესრულება მოუწევს. სიახლის შესახებ ინფორმაციას სარის საგრაფოს უნივერსიტეტი ავრცელებს.
როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, თევზი ოკეანეების წყლების, მდინარეების, ტბებისა თუ ნაკადულების პლასტმასით და სხვა მავნე ნარჩენებით დაბინძურების პრობლემას მოაგვარებს.
რობო-თევზს აქვს ლაყუჩები, რომელსაც ცურვის დროს წყლის გასაფილტრად იყენებს. რკინის ნამუშევარი ორაგულის ზომისაა და წყალქვეშ კუდისა და ფარფლების დახმარებით მოძრაობს. ამასთან, რობოტს პირი მუდმივად ღია აქვს, რათა შემხვედრი პლასტმასის ნარჩენები დაიჭიროს.
რობოტი დისტანციურად იმართება.