კომპანია Lamborghini-მ ყველგანმავალი Urus-ის მეორე ვიდეოთიზერი გამოაქვეყნა, სადაც ავტომობილის ელექტროობის ახალი რეჟიმების მუშაობაა ასახული. რგოლში თოვლიან გზებზე კომუფლაჟში „გამოწყობილი“ Lamborghini დრიფტაობს.
პირველი თიზერიდან ცნობილი გახდა, რომ ურუსს მუშაობის ექვსი რეჟიმი აქვს: Strada, Sport, Corsa, Sabbia, Terra და Neve. უკანასკნელი სამი რეჟიმი Lamborghini-ს თავის ავტომობილებზე არასოდეს გამოუყენებია.
სხვა რაიმე ტექნიკური დეტალები უცნობია.
Lamborghini Urus 4 დეკემბერს, სანტ-აგატა ბოლონიეზეში გამოჩნდება.