LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, როგორ ეჯიბრება Ford-ის რვა „დამუხტული“ მოდელი ერთმანეთს

20

კომპანია Ford-მა და სარბოლო გუნდმა Ford Chip Ganassi Racing-მა რვა „დამუხტული“ სპორტული მოდელის რბოლის ორგანიზება გააკეთეს. გარბენის ამსახველი ვიდეო, რომელიც Motorland-ის ავტოდრომზე, ბარსელონასთან ახლოს გაიმართა, Ford Performance-ის YouTube-ის არხზეა გამოქყვეყნებული.

რბოლაში პიკაპი Ford F-150 Raptor, 2017 წლის სამოდელო რიგის Fiesta ST და ახალი თაობის Fiesta ST, Focus RS, Mustang GT, Mustang GT350R, სუპერქარი Ford GT და მისი ლე მანის ვერსია მონაწილეობენ.

ყველაზე სუსტი მოდელი, რომელიც 182 ცხენის ძალის მქონე, 1.6 ლიტრის მოცულობის EcoBoost-ის ძრავით აღჭურვილი წინა თაობის Fiesta ST გახდა. ყველაზე მძლავრი კი Ford GT აღმოჩნდა, რომელიც 3,5 ლიტრიანი ტურბოძრავით არის დაკომპლექტებული, რომლის სიმძლავრეც 655 ცხენის ძალაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები