LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახევრად შიშველი ბენ აფლეკი მითოლოგიური ფრინველის ტატუთი (ფოტო)

64

„ბენ აფლეკი ისეთი, როგორიც ჯერ არავის უნახავს“, – ამ სათაურით აქვეყნებს თითქმის ყველა წამყვანი გამოცემა ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის ფოტოებს. ბენ აფლეკი ამჯერად ჰავაიზე იმყოფება, სადაც ახალი ფილმის, Triple Frontier-ის გადაღებები მიმდინარეობს. ფოტოგრაფებმა ოსკაროსანი აფლეკი მაშინ გადაიღეს, როცა ის ზღვაში ბანაობდა, ნახევრად შიშველ სხეულს კი მთლიანად ფარავდა მითოლოგიური ფრინველის, ფენიქსის ტატუ, რომელიც მსახიობს ზურგსა და ხელზე აქვს ამოსვირინგებული.

ცნობილია ისიც, რომ ფილმის გადაღებები ჯერ კიდევ 2009 წელს დაიგეგმა, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო შეჩერდა. ახალ კრიმინალურ დრამას ჯეფრი მაქდონალდ ჩანდორი იღებს. ფილმში ბენ აფლეკი მთავარ როლს ასრულებს, რომელმაც სავარაუდოდ მარკ უოლბერგი ჩაანაცვლა. კინოფილში ტომ ჰარდი და ჩანინგ ტატუმიც მონაწილეობენ.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები