LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაკლებად პოპულარული ადგილები – იმოგზაურეთ და დაზოგეთ თანხა

23

თუკი ნაკლებად ცნობილი ადგილის მონახულება გსურთ და თან უარს თანხის დაზოგვაზეც არ იტყოდით, მაშინ ესპანეთს უნდა მიაკითხოთ. კომპანია „mastercard”-მა ჩაატარა ძალიან საინტერესო კვლევა და დაადგინა, რომ ყველაზე ბიუჯეტურ ნაკლებად პოპულარულ დანიშნულებებს შორის ასტურიის რეგიონი ლიდერობს. დასახლების სტუმრებს ულამაზესი ბუნებისა და უძველესი კულტურის ხილვა შეეძლებათ და თან ამ ყველაფრისთვის დიდი თანხებიც არაა საჭირო. მეორე ადგილს მალტის უძველესი ქალაქი ზებუჯი იკავებს. დასახლება, რომელიც 1282 წელს დაარსდა და ვიზიტორებს მართლაც ბევრ სიურპრიზს უმზადებს. დაბოლოს, საუკეთესოთა სამეულს ავსტრიის ისტორიული ნაწილი – ზალცკამერგუტი ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ რეგიონი, რომელიც ულამაზესი ტბებითაა ცნობილი, უკვე დიდი ხანია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები