LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაკრებში გეგუჩაძე მოდის

45

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კახა ცხადაძეს სავარაუდოდ თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე შეცვლის.

გეგუჩაძემ “დინამოს” მთავარი მწვრთნელის პოსტი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დასაკავებლად უკვე დატოვა.

გეგუჩაძის ნაცვლად დინამოს სლვაკი სპეციალსტი იურაი იარაბეკი დაინიშნება. ამ ფაქტს სლოვაკური მედიაც ადასტურებს.

კახა ცხადაძეს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას სფფ-ს პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის ინიციატივით აღმასკომი სავარაუდოდ დღეს დაატოვებინებს და აღნიშნულ თანამდებობაზე გია გეგუჩაძეს წარადგენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები