ნამიბიის პრეზიდენტი ჰაგე გოტფრიდ გეინგობი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღსანიშნავ აღლუმზე კაბრიოლეტ UAZ Patriot-ით გამოჩნდა. აფრიკის თავდაცვის სამინისტრო იმ ავტომობილის პირველი მყიდველი გახდა, რომელიც ცერემონიებზე გამოსვლისთვის არის განკუთვნილი. ავტომობილის ფოტოები გამოცემა The Namibian-მა გამოაქვეყნა.
ჩვეულებრივი UAZ Patriot-სგან კაბრიოლეტი უკანა მხარეს დაყენებული სახელურებიანი კიბით განსხვავდება. ასევე აქვს განსხვავებული სალონი, არ აქვს უკანა კარი და გამოირჩევა განსაკუთრებული ფერით. სულ UAZ-ს ასეთი რამდენიმე ათეული ყველგანმავალის აწყობა შეუძლია.