LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ყველა, ვისაც გეი სძულს, თავად გეია…“

73

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს გეების შესახებ. მისი მოსაზრებით, ყველა ის ადამიანი, ვინც გეების წინააღმდეგ აქტიურად გამოდის, თავად არის გეი.

„ყველა ვისაც გეები სძულს, ხაზს ვუსვამ, სძულს, რეალურად თავად არის გეი და ამის ისე ეშინია, რომ აგრესიული ხდება. მაინც, რომ იცოდეთ“.

ტელესახის ამ რადიკალურ განცხადებას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი კომენტარის ავტორი წერს:

„მეზიზღება კანიბალიზმი, ანუ რა გამოდის ? ვინმეს შეჭმა მინდა ?“

„არალოგიკურია. ყველას და ყველაფერს აქვს გამოხატვის უფლება, სიძულვილსაც კი… არ გეთანხმები… რაც შეეხება იმას, რომ ფსიქოლოგები ამ აზრისანი არიან, ისინი ძირითადად ზოგად აზრებს აფრქვევენ, ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია, ცალკე განსახილველი, ასე რომ, ჯერ კარგად გააანალიზეთ, პოსტებს რაზე დებთ…“

„რა ულოგიკობაა. პირველად არ მომწონს თქვენი პოსტი“.

ნანუკა აღნიშნავს, რომ მის ამ განცხადებას საფუძველი აქვს და ყველა ფსიქოლოგი ამას ამბობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები