BBC დაინტერესდა, თუ რა ღირს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პარკინგი. როგორც გაირკვა, ასეთი ადგილი ჰონგ–კონგში, პრესტიჟული საცხოვრებელი კომპლექსის Mount Nicholson–ის ტერიტორიაზე და უცნობმა პირმა ავტომობილის გაჩერებისთვის იქ 1,3 მილიონი დოლარი გადაიხადა.
ჰონგ–კონგი ცხოვრების მაღალი დონითაა ცნობილი და მიუხედავად მაღალი ფასებისა არც მოსახლეობის ნაკლებობას უჩივის. რეგიონში მაცხოვრებელთა სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე 7000 ადამიანს შეადგენს. სწორედ ამიტომ, საცხოვრებლის თუ საპარკინგე ადგილის ფასი ზოგჯერ ყველა რეკორდს აჭარბებს.
სწორედ ასეთი შემთხვევა მოხდა Mount Nicholson–ის ტერიტორიაზე, როდესაც მძღოლმა პარკინგში 1,3 მილიონი დოლარი გადაიხადა.
სპეციალისტთა აზრით, შესაძლოა უცნობმა პირმა საპარკინგე ადგილი იყიდა კიდეც, თუმცა ეს ცნობა არ დასტურდება. აღსანიშნავია, რომ ამ რაიონში აპარტამენტების დაქირავების ღირებულება თვეში 210 000 დოლარს შეადგენს.