LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში დიდი ზომის ავტომობილებისთვის პარკინგი 3-ჯერ უფრო ძვირი ხდება

136
parking

პარიზმა დიდი ავტომობილებისთვის პარკინგი გააძვირა. საფრანგეთის დედაქალაქში რეფერენდუმზე განიხილეს საკითხი დიდი კროსოვერებისა და ყველგანმავლების გაჩერებისთვის სპეციალური ტარიფის შემოღების შესახებ და ჩინოვნიკთა უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა. როგორც გამოცემა Bloomberg აზუსტებს, უახლოეს მომავალში Suv-ებისთვის პარიზში გაჩერების ღირებულება საათში 18 დოლარამდე გაიზრდება, რაც კომპაქტურ მანქანებთან შედარებით სამჯერ მეტია.

ინიციატივას მხარი რეფერენდუმის მონაწილეთა 55%-მა დაუჭირა. ასე რომ პარიზში რამდენიმე საათიანი გაჩერება დიდი ზომის მანქანების მეპატრონეებს 100 დოლარზე უფრო ძვირი დაუჯდებათ. ასეთი ტარიფი იმოქმედებს ტრადიციული აგრეგატის მქონე ავტომობილებისთვის, რომელთა მასაც 1,6 ტონაზე მეტია. ელექტრომობილთა შემთხვევაში წონა 2 ტონაზე მეტი უნდა იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები