LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნასა მთვარეზე ინტერნეტს გაიყვანს

74
-107947572-artemis

თუკი კოსმოსში გამგზავრებას იმის გამო დებდით, რომ იქ ფილმების ყურებას ან ვიდეო თამაშების გადმოწერას ვერ შეძლებდით, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენი ოცნება ძალიან მალე ასრულდება.

ნასა მთვარეზე ინტერნეტის გაყვანას გეგმავს. BBC-ის ინფორმაციით, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ათვისება ამერიკული სააგენტოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. პირველ ეტაპზე მთვარისკენ უპილოტო კოსმოსურ აპარატებს გაგზავნიან, შემდეგ კი ასტრონავტებს. ხოლო ინტერნეტი დედამიწასთან კავშირზე იქნება პასუხისმგებელი.

საქმე ისაა, რომ ასტრონავტები მთვარეზე ცოტა დიდ ხანს დარჩებიან, ყველა მოგროვებული ინფორმაციის გადმოსაცემად არსებული რადიოარხების სიმძლავრე საკმარისი ვერ იქნება. განსხვავებით დედამიწური Wifi-ისგან, კოსმოსური ინტერნეტი უფრო მაღალსიჩქარიანი იქნება და შეგროვილი ინფორმაციის შენახვასაც შეძლებს.

ტექნოლოგიის ტესტირება დედამიწაზე უკვე დაიწყო, კოსმოსში კი მისი გაგზავნა 2022 წლის შემდეგ იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები