ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნეიმარმა მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელი ჩამოთვალა და ამ სიაში ორი ყოფილი პარტნიორი შეიყვანა „ბარსელონადან“, ერთი პსჟ-ელი თანაგუნდელი და არ მორიდებია და საკუთარი თავიც დაასახელა.
Marca წერს, რომ ნეიმარის რჩეულები ესენი არიან: ლიონელ მესი, ლუის სუარესი, კილიან მბაპე, პოლ პოგბა და ედენ აზარი. სიაში არ აღმოჩნდა 5 „ოქროს ბურთის“ მფლობელის კრიშტიანო რონალდოს ადგილი.
საფრანგეთს მიმდინარე ჩემპიონატში ნეიმარმა 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 13 გოლი გაიტანა.
2015 წელს ნეი ჟურნალ France Football-ის წლის სიმბლოურ ნაკრებში შევიდა.
ისე, ნეიმარს და კრიშტიანოს ერთი და იგივე დღეს აქვთ დაბადების დღე – 5 თებერვალს.