LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეპალში tiktok აიკრძალა, მიზეზი სოციალური ჰარმონიის დარღვევაა

127
tiktok-ban-nepal-20231114121713

პოპულარული აპლიკაცია tiktok ნეპალში აიკრძალა, მიზეზი კი სოციალური ჰარმონიისთვის ზიანის მოტანაა. საინტერესო სიახლეს BBC ავრცელებს.

აზიურმა ქვეყანამ სოციალურ მედიასთან დაკავშირებით ახალი წესი მიიღო და ვიდეოპლატფორმაც სწორედ ამ სიახლეს შეეწირა. კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრის განცხადებით, პლატფორმა ერთობ მავნე კონტენტს ავრცელებს და საზოგადოებაში უარყოფითი ემოციების გამოწვევის მიზეზი ხდება.

აღსანიშნავია, რომ tiktok გარდა ნეპალისა კიდევ რამდენიმე ქვეყანაშია დაბლოკილი, მათ შორის ინდოეთში. ასევე, ამ წლის დასაწყისში მონტანა გახდა პირველი ამერიკული შტატი, სადაც სოც-ქსელზე წვდომა შეიზღუდა, ხოლო ბრიტანეთის პარლამენტმა ის თავისი ქსელიდან დაბლოკა. არადა, მსოფლიოს მასშტაბით მას მილიარდობით მომხმარებელი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები