3D პრინტერზე დაბეჭდილი პირველი ხიდი ნიდერლანდებში გაიხსნა. ველოსიპედისტებისთვის განკუთვნილი ხიდი ქალაქ ჰემერტში, ნიდერლანდების სამხრეთით დაამონტაჟეს. როგორც ადგილობრივი ტელერადიოკორპორაცია NOS იუწყება, რვა მეტრიანი ნაგებობა ეინდჰოვენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამ თვეში დაამზადეს. ამასთან, კონსტრუქცია ბეტონის 800 ფენას აერთიანებს და შეუძლია 40 სატვირთოს წონას გაუძლოს.
უახლოეს მომავალში უნივერსიტეტის ლაბორატორია გეგმავს ბეტონისგან საცხოვრებელი სახლებისა და სხვა კონსტრუქციების დაბეჭდვა დაიწყოს.