ვაკუუმური ტრანსპორტის ევროპულმა ცენტრმა ნიდერლანდებში ვაკუუმ მატარებლის პირველი ტესტ-დრაივი გამართა.
მატარებელმა მილში შესაძლო 420 მეტრიდან 90 წარმატებით გაიარა, თანაც საათში 30 კილომეტრი სიჩქარით. ახალი ექსპერიმენტის ფარგლებში სიჩქარე საათში 80-100 კილომეტრამდე უნდა გაიზარდოს. შემდეგი ეტაპი კი დაბალი წნევის ფარგლებში მოძრაობის ზოლის შეცვლას და ამის კომფორტულად გაკეთებას დაეთმობა.
შეგახსენებთ, რომ ვაკუუმური ტრანსპორტი – ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომავალია, ნაკლები საცობით, მეტი სიჩქარით და ბევრად მეტი კომფორტით.