ნიდერლანდელები სხვა ევროპელებზე ნაკლებს მუშაობენ: საშუალოდ კვირაში 33,2 საათს. ასეთ მონაცემებს ევროპის სტატისტიკის სააგენტო ევროსტატი ავრცელებს.
ზოგადად ევროპელები სამუშაოს კვირაში 37,5 საათს უთმობენ.
ევროსტატის გამოთვლით, ნიდერლანდელების შემდეგ ცოტას მუშაობენ ასევე გერმანიაში (35,3 საათი კვირაში) და დანიაში (35,4 საათი).
ხოლო, ყველაზე გრძელი სამუშაო კვირა – საბერძნეთში (41 საათი), პოლონეთში (40,4), რუმინეთსა და ბულგარეთშია (ორივეგან 40,2 საათი).
საინტერესოა, რომ ევროპაში შრომის ანაზღაურების საშუალო ღირებულება საათში 22,9 ევროს შეადგენს, ევრო ზონის ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი 25,5 ევროა.