ნიდერლანდები საერთაშორისო რეიტინგის English Proficiency Index-ის გამარჯვებული წელს უკვე მეექვსედ ხდება.
ექსპერტებმა საინტერესო რეიტინგის შედგენისას 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთა ინგლისურის ფლობის დონე შეაფასეს. ბუნებრივია, საუბარია იმ ქვეყნებზე, რომელთათვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის.
მეორე ადგილი ნორვეგიელებმა დაიკავეს, ლიდერთა სამეულს კი სინგაპურის მკვიდრნი ასრულებენ.
EPI-ს რეიტინგი ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით ქვეყნებს 4 ჯგუფად ყოფს.
პირველში 12 ქვეყანა განთავსდა, „ძალიან კარგი“ ცოდნის დონით. გარდა დასახელებულ ლიდერთა, სიაშია ასევე – შვედეთი, ხორვატია, პორტუგალია, დანია, საბერძნეთი და ავსტრია.
ქვეყნების მეორე ჯგუფში „მაღალი დონით“ – 21 ქვეყანა მოხვდა, მათ შორის უმრავლესობა ევროკავშირის წევრები არიან.
„საშუალო დონის“ ქვეყნების ჯგუფში სულ 29 ქვეყანაა, მათ შორის იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და საქართველო, რომელსაც 34-ე პოზიცია ხვდა წილად.
ყველაზე მრავალრიცხოვანი „დაბალი დონის“ ინგლისურის მქონე ქვეყნების სიაა, მთლიანობაში 30 წარმომადგენლით.
დაბოლოს, „ძალიან დაბალი დონის“ ჯგუფში მოხვდა 23 ქვეყანა და ბოლო ადგილი იემენს ხვდა წილად.
საინტერესოა, რომ რეიტინგის შესადგენად 18 წელს გადაცილებული 2,1 მილიონი ადამიანი დატესტეს.