LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდელთა ნახევარი უალკოჰოლო ლუდს ირჩევს

106
Depositphotos_275674480_L

ნიდერლანდელებს უალკოჰოლო ლუდი ეხმარება, რომ ნაკლები სპირტიანი სასმელი მიიღონ. ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც ნიდერლანდური ლუდსახარშების დაკვეთით ჩატარდა, წერს NLTimes.

გამოკითხვის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 50%-მა ალკოჰოლის მოხმარებას მას შემდეგ უკლო, რაც მაღაზიის დახლებზე უალკოჰოლო ლუდი მომრავლდა.

ბევრი ნიდერლანდელი ალკოჰოლური ლუდიდან უალკოჰოლოზე გადადის. 18-დამ 39 წლამდე ახალგაზრდათა ნახევარზე მეტმა აღიარა, რომ წარსულში მხოლოდ ალკოჰოლიან ლუდს მიირთმევდა, ამჟამად კი უალკოჰოლოს ირჩევს. ხოლო 40 წელს გადაცილებულთა მესამედი ამბობს, რომ უალკოჰოლო სასმელზე ეტაპობრივად გადადის.

2010 წლიდან უალკოჰოლო ლუდის მოხმარება ნიდერლანდებში 5-ჯერ გაიზარდა. ამჟამად ყოველი მე-15 ლუდი, რომელსაც ქვეყანაში მიირთმევენ, უალკოჰოლოა. ადგილობრივი ლუდსახარშები გეგმავენ, რომ 2030 წლისთვის ყოველი მე-10 ლუდი უალკოჰოლო იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები