LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nike-მა ჰარი კეინის მიღწევა დააფასა

65

ლონდონის ”ტოტენჰემის” და ინგლისის ნაკრების ვარსკვლავს,ჰარი კეინს Nike-მა სპეციალური ბუცები დაუმზადა,რომლებიც მან გუშინ,ესპანეთთან გამართულ მატჩში მოირგო. ოქროსფერ ბუცებზე,რომლებიც შავი ფერითაა გაფორმებული ინგლისის დროშა და საფეხბურთო ნაკრების გერბია გამოსახული. ბუცების შიგნით გაკეთებულია წარწერები: Lane (”ტოტენჰემის” ყოფილი სტადიონის, White hart Lane-ის პატივსაცემად), Lion (ლომი), Leader (ლიდერი). ახალი ბუცები Nike-მა კეინს,როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის ბომბარდირს მიუძღვნა. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე 25 წლის ინგლისელმა 6 გოლი გაიტანა. გუშინ ესპანეთთან მატჩის წინ მას მსოფლიო პირველობის ბომბარდირის პრიზი გადასცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები