გერმანელმა დილერმა Jan B. Lühn, რომელიც ექსკლუზიურ ავტომობილებზე სპეციალიზრდება, გასაყიდად ნიკი ლაუდას Mercedes-Benz 190 E 2.3-16s გაიტანა, რომლითაც ის 1984 წლის გაზაფხულზე ჩემპიონთა რბოლაში გამოდიოდა. ავტომობილის საორიენტაციო ფასი 115-230 000 ევროა.
ჩემპიონთა რბოლა ახალი, ნიურბურგრინგის ტრასის საფორმულე ნაწილის გახსნას მიეძღვნა. ლაუდას გარდა, რბოლაში ალენ პროსტი, კეკე როსბერგი, ალან ჯონსი, სტირლინგ მოსი, ჯეიმს ჰანტი, ფილ ჰილი, ჯეკ ბრებემი და აირტონ სენა გამოდიოდნენ.
ჩვეულებრივი საგზაო ვერსიისგან ეს Mercedes-Benz უსაფრთხოების კარკასით, გადაკეთებული საკიდარითა და მუხრუჭებით განსხვავდება. კაპოტ ქვეშ სედანს 2,3 ლიტრის მოცულობის ძრავი აქვს. რომლის სიმძლავრეც 185 ცხენის ძალაა. ნულიდან ას კილომეტრს 7,3 კრებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 230 კმ/საათია.
“დამუხტული“ სერიული ავტომობილის აღჭურვილობაში გაზრდილი საწვავის ავზი და უფრო უხეში ამორტიზატორებიც შედის.